გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იური მეჩითოვი: სააკაშვილის თამადობით, დავბომბეთ ცხინვალი

12-11-2018

ფოტოხელოვანის, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, იური მეჩითოვის განცხადებით, 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.

ეს განცხადება მან ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან საუბრისას გააკეთა. 

„კარგად ვიცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ეს პროვოკაცია სააკაშვილის თამადობით, დავბომბეთ ცხინვალი, ქართული ქალაქი, მართალია, მანდ არავინ არ იყო, როგორც ამბობენ, მაგრამ ასეც არ იყო მთლად და ამ ავანტიურით დაიწყო ეს ომი. აბა რა?! სააკაშვილის გამოსვლები არ გინახავთ მაშინ?! არ გინახავთ არაფერი?!
მოღალატეობა და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება არის ის, რომ ჩვენ ჯიუტად ვამბობთ, რომ ეს არ იყო ასე. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც ჩვენ გვაშორებს აფხაზეთთან, გვაშორებს ოსეთთან, გვაშორებს ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებიდან. 

საქართველომ დაიწყო ომი ზუსტად, პრეზიდენტის სახით“ - განაცხადა იური მეჩითოვმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031