12-11-2018
რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ძალისხმევით, საქართველოში, „გოსფილმოფონდში“ დაცული, კიდევ, 7 ფილმი დაბრუნდა.
მეოთხე ეტაპზე, ქართულ მხარეს ივანე პერესტიანის "არსენა ჯორჯიაშვილი" (1921 წ.) და "სურამის ციხე" (1923 წ.), ამო ბეკ-ნაზაროვის "მამის მკვლელი" (1923 წ.), მიხეილ ჭიაურელის "ხაბარდა" (1931 წ.), დავით რონდელის "დაკარგული სამოთხე" (1937 წ.), გელა კანდელაკის "უბედურება" (1980 წ.) და ნუცა ღოღობერიძის "უჟმური" (1934 წ.) დაუბრუნდა.