გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ეს უკვე მეტისმეტია

12-11-2018

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარას მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი სჭირდება.

„პირველ რიგში, შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. სიმართლე გითხრათ არაფერი მიკვირს, ისეთ ვითარებაში მიმდინარეობდა მთელი საარჩევნო კამპანია. არაერთხელ გამიკეთებია ამაზე განცხადება, რომ კამპანია მიმდინარეობდა შეურაცხყოფებით, ტყუილით, სიცრუეზე დაფუძნებული პროპაგანდით, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით. ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ზარები განახორციელა. ყველაზე მთავარი რაც სჭირდება დღეს ქვეყანას, ეს არის ერთობა, კონსოლიდაცია ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ეს პირველ რიგში ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა დავანახოთ საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ჩვენი სამშობლოსთვის და ქვეყნისთვის ეს ყველაფერი", - განაცხადა კახა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადამ რომ მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031