12-11-2018
საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ეკონომიკურ საკითხებში, თემურ ბასილიას შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარის შესყიდვით მიმოქცევაში დაახლოებით 27-28 მილიონი ლარი უსაფუძვლოდ გაუშვა.
„ეროვნულმა ბანკმა კიდევ 10 მლნ დოლარი შესყიდა; ანუ, ყოველგვარი ეკონომიკური საფუძვლის გარეშე დამატებით გაუშვა მიმოქცევაში დაახლოებით 27-28 მლნ ლარი... კიდევ რჩება კითხვა, ვინ ებრძვის ქართულ ლარს და ვინ არის ეროვნული ვალუტის მტერი?
მაინტერესებს, როდემდე უნდა დახუჭონ თვალი გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ქართული სახელმწიფოს ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტის წინააღმდეგ თანმიმდევრულ ბრძოლასა და მისთვის ძირის გამოთხრაზე“-წერს ბასილია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.