გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

12-11-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ყაჩაღობისთვის ბრალდებული ზ.ლ. დამნაშავედ ცნო.


პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 29 მაისს, ზ.ლ. თავს დაესხა ქ.თბილისში, გლდანის მე-3 მიკრორაიონში მდებარე სს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში, მოლარე ოპერატორებს და პისტოლეტისმაგვარი საგნის გამოყენებით - სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი თანხა - 1995 ლარის ოდენობით.


სამართალდამცველებმა ზ.ლ. დანაშაულის ჩადენისთანავე, ბანკის შენობიდან გასვლისას დააკავეს. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარუდგინა.


ზ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ლ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031