12-11-2018
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ის სამხედრო პირები ვინც სალომე ზურაბიშვილს ემუქრებიან, აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილნი. მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს ის, წარსულში ვისი მხარდამჭერებიც იყვნენ ეს ადამიანები.
„ქალბატონი სალომე ამბობს, რომ ყოფილი სამხედროები მას ემუქრებიან. ის ამას არ მოიტყუებოდა და რა თქმა უნდა, იმ ადამიანების მოქმედებები უნდა იყოს აუცილებლად აღკვეთილი, ხოლო მუქარის განმახორციელებლები სამაგალითოდ დასჯილნი. ეს სამხედროები ადრე ვის მხარეს იყვნენ და ვინც არიან საზოგადოებისთვის ნათელია, თუმცა, ასევე ძალიან ბევრია ყოფილი სამხედრო, რომელიც ქალბატონ სალომეს მხარს უჭერს“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.