გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე აშშ-ს არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს შეხვდა

12-11-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს გენერალ სტივენ ლაიონსს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-სთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის მნიშვნელობას. ყურადღება დაეთმო აშშ-ს მხარდაჭერას განსაკუთრებით იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რაც  საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო აეროდრომის მშენებლობის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პროექტი იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი საერთო სწავლებებისთვის ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად. აღინიშნა, რომ სამხედრო აეროდრომის მშენებლობა სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, მიიღოს ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები, რაც რეგიონის სტაბილურობის გარანტი იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი დორონ ბარდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯეფრი ჰარტმანი და მრჩეველი ელიზაბეტ ზენტოსი ესწრებოდნენ. ქართული მხრიდან შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930