12-11-2018
თბილისის ნაწილს ხვალ, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა შემდეგ რაიონებს შეეხება:
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 02 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის, შალვა ნუცუბიძის, ჯიქიას და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, გელოვანის გამზირის და სიხარულიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, თიანეთის, ილია ვეკუას, ხიზაბავრის, ქერჩის, აკაკი ვასაძის და გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.