გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართული ქვევრის ღვინო ლოს-ანჯელესში წარადგინეს

13-11-2018

ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში  ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში “RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდენ. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი). „RAW Wine” ლოს-ანჯელესში მეორედ იმართება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა. გამოფენაზე ქართული ღვინო გასულ წელსაც იყო წარმოდგენილი.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ტიბაანი“, „მეღვინეობა ართანა“, „ღვინის ქურდები“, „ახმეტის ღვინის სახლი“ და „ნიკალას მარანი“. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი  დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. აღნიშნული კომპანიები ასევე  ნოემბრის დასაწყისში ქალაქ ნიუ-იორკში გამარულ  ამავე ფორმატის გამოფენაზე „,RAW Wine NY“ მონაწილეობდნენ

 

„RAW Wine”  ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.

 

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზაზრე, აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენით  ქვევრის ღვინის ცნობადობა იზრდება, რაც  პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 400 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1%-ით აღემატება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031