13-11-2018
თბილისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის მოედნიდან ტაქსის მძღოლს მანქანა მგზავრმა გასტაცა.
„ვტაქსაობ და კლიენტი ცდილობდა მანქანის გატაცებას. ვითომ ყიდვა უნდოდა მანქანის, უბრალოდ გაიტაცა, მანქანაში ჩაჯდა და გაიტაცა,“ - განაცხადა დაზარალებულმა.
გატაცებული ავტომობილი საპატრულო პოლიციამ ნუცუბიძის ქუჩაზე ნახა.
სავარაუდო დამნაშავე კი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 178-ე, ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.