13-11-2018
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია.
ამ დროისთვის ადგილზე ცალკეული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძრის შედეგად 10 ჰექტარი ფართობი დაიწვა.
ხანძარი 3 დღის წინ გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.