გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მუქარის საქმეებთან დაკავშირებით, გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს

13-11-2018

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მუქარის საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება სწრაფად უნდა წარიმართოს.

 

ეს განცხადება მან სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრისას განაცხადა.

 

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს გამოძიება მუქარის საქმეებთან დაკავშირებით. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და ჩვენ დავინტერესდებით იმით, თუ რამდენად სწრაფად წარიმართება გამოძიება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031