გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „სიკვდილის ლაბორატორია“ თბილისში?! აწარმოებენ თუ არა ამერიკელი სამხედროები საქართველოში ადამიანებზე ცდებს

13-11-2018

თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორია კვლავ უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში რჩება. ამჯერად, აღნიშნული თემით BBC-ს რუსული სამსახური დაინტერესდა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ BBC-ს ეთერში გადაცემული სიუჟეტის რეზიუმეს:


როგორც ცნობილია, ამას წინათ რუსეთის რამდენიმე ტელეარხმა გადასცა ეთერში მასალები იმის თაობაზე, რომ საქართველოში, თბილისის გარეუბანში, არსებობს საიდუმლო ბიოლოგიური ლაბორატორია, სადაც ადამიანებზე ჩუმად ექსპერიმენტებს აწარმოებენო. ამ „უკანონო ექსპერიმეტების“ შესახებ პირველმა განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ, რომელმაც დოკუმენტები გამოაქვეყნა - თითქოსდა მათი მეშვეობით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობას ამერიკულ შეუმოწმებელ პრეპარატებს უკეთებდნენ და ამის შედეგად პაციენტები დაიღუპნენ.

მოგვიანებით რუსეთის ხელისუფლებამ საერთოდ განაცხადა, რომ ლაბორატორიის ადმინისტრაციული შენობის მთელი ორი სართული ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს უკავიათო.


დავუჯეროთ თუ არა ასეთ ინფორმაციებს?


„ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი სტივ როზენბერგი თბილისში გაემგზავრა და თვითონ „სიკვდილის ლაბორატორია“ თვითონ დაათვალიერა.

ვიდეორეპორტაჟი:


გიორგი ხატელიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც [ი.გიორგაძის მიერ გავრცელებული] დოკუმენტები შეადგინა. 2015 წელს იგი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა.


სტივ როზენბერგი (აჩვენებს ი.გიორგაძის მასალებს): ეს ნამდვილი დოკუმენტებია?


გიორგი ხატელიშვილი: დიახ, ეს ნამდვილია. ეს პროგრამა მთელი მსოფლიოსათვის იყო ცნობილი. მისი მიზანი იყო „ც“ ჰეპატიტის ლიკვიდაცია საქართველოში. უცნაურია, რომ იგორ გიორგაძეს ეს პროგრამა რაღაც ექსპერიმენტის სახით წარმოუდგენია. სინამდვილეში ამ პროგრამით 36 ათასი ადამიანი განიკურნა და მხოლოდ 200 დაიღუპა (ან გვერდითი მოვლენები განიცადეს). ამერიკული პრეპარატები, რომლებიც პროგრამაში იქნა გამოყენებული, ადრევე იყო გამოცდილი და მოწონებული.
------------
ეს თბილისის ახლოს მდებარე ლაბორატორიაა, რომელსაც საქართველო მართავს და აკონტროლებს, აშენებით კი აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ააშენა. მოსკოვი თვლის, რომ შენობის ორი სართული მთლიანად ამერიკელი სამხედროებისთვისაა განკუთვნილი. ამ მტკიცების უარსაყოფად დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტს მთელ შენობაში ექსკურსია მოუწყო.


ამირან გამყრელიძე (სტივ როზენბერგთან ერთად დერეფანში მიდის და ერთ-ერთ თანამშრომელს ეკითხება): „იქნებ ჩვენ ვინმეს ვმალავთ? სად არიან ამერიკელი ჯარისკაცები? (იცინის).


სტივ როზენბერგი: რუსეთი ასევე მსოფლიოს არწმუნებს, რომ ლაბორატორიაში ისეთი დრონები (უპილოტო მცირე საფრენი აპარატები) აქვთ, რომლებიც ინფიცირებულ კოღოებს ავრცელებენო...


ამირან გამყრელიძე: რით დასტურდება, რომ ჩვენ ამით ვართ დაკავებული? [რუსებს] შეუძლიათ ამის დადასტურება? რომელიმე დოკუმენტში სადმე წერია, რომ ეს ჩვენთან, საქართველოში ხდება?
--------
ფეიკური ახალი ამბების მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ბევრი მათგანი აშკარად დაუჯერებელი გახლავთ. ამას მხოლოდ მაშინ მიხვდებით, სანამ თქვენ საკუთარი თვალით არ დარწმუნდებით და დეტალებს თვითონ არ ნახავთ. როგორც აღმოჩნდა, ამ ისტორიის მოსკოვური ვერსია სინამდვილეს არ შეესაბამება.
სტივ როზენბერგი (ესაუბრება მარია ზახაროვას): არ არსებობს იმის არავითარი მტკიცებულება, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტებს აწარმოებდნენ.


მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: თუ თქვენ დღეს ვერნაირი მტკიცებულება ვერ ნახეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მტკიცებულებები არ არსებობს. არ მეთანხმებით?


თვით იგორ გიორგაძესაც, რომელმაც პირველმა განაცხადა ექსპერიმენტების თაობაზე, მასაც კი უძნელდება თავისი ნათქვამის დამამტკიცებელი ფაქტების მოტანა.


სტივ როზენბერგი (ესაუბრება იგორ გიორგაძეს): გაქვთ თუ არა თქვენ იმის მტკიცებულებები, იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ საქართველოში პაციენტებს ისეთ პრეპარატებს აძლევდნენ, რომლებმაც კლინიკური გამოცდა არ ჰქონდათ გავლილი?


იგორ გიორგაძე: არა, მე საერთოდ არავითარი სურვილი არ მაქვს რაიმე დავამტკიცო. მე საკითხ ვაყენებ, კითხვებს ვსვამ...


სტივ როზენბერგი: გამოდის, რომ ყველაფერი [თქვენი ნათქვამი] დეზინფორმაციაა?


იგორ გიორგაძე: არ ვიცი, არ ვიცი!...


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930