გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესი რეფორმები აქვს გატარებული

13-11-2018

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესი რეფორმები აქვს გატარებული.

 

“საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ნებისმიერი საერთაშორისო შეფასებით  და მათ შორის ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესი რეფორმები აქვს გატარებული კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. არსებობს შეფასებები, შედარებები და ქვეყნები ევროკავშირის წევრები არიან და მათთან შედარებითაც კი, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ეს არის მუდმივი პროცესი. ყველა ქვეყანაში რაღაც დონეზე არსებობს ეს პრობლემა და ქვეყნებმა ყოველთვის პროცესი სულ უნდა დახვეწონ იმისათვის, რომ კორუფციას ებრძოლონ. ჩვენც გვაქვს ასეთი მოწოდებები ამ რეზოლუციაში რომ ინსტიტიციები და მექანიზმი, რომელიც კორუფციას ებრძვის იყოს კიდევ უფრო გამართული, დახვეწილი და ეფექტური. ამაზე მოგვიანებით გვექნება მსჯელობა,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930