გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია  თავდასხმების ობიექტი ხშირად ხდება  

13-11-2018

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქალების მიმართ აგრესია ყველა ქალს გამოუცდია, ვინც რაღაც ფორმით საჯარო სივრცეშია.

 

მისივე თქმით, ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, თავდასცმების ობიექტი ხშირად ხდება.

 

„საჯარო სივრცეში ქალების მიმართ განსაკუთრებული აგრესიაა ხოლმე. მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია  ხდება ხშირად თავდასხმების ობიექტი და განსაკუთრებით, როდესაც საპრეზიდენტო პოსტზე აქვს ადამიანს პრეტენზია მაშინ, როგორც ჩანსაგრესია  იზრდება და კონკრეტული ფაქტები არსებობს, რომ მხოლოდ აგრესიის გამოხატულება არაა და სხვადასხვა გამონათქვამები კონკრეტულ მუქარაში გადადის. ყველამ ამ ქვეყანაში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ძალიან არასწორი, ძალიან ცუდი რამ და არ შეიძლება, როდესაც ვიღაც არ მოგწონს, არ ვეთანხმებით ან პოლიტიკურად გემოვნებაში არ ჯდება არ ნიშნავს რომ მუქარაზე გადავიდეთ და ძალადობისკენ მოვუწოდებდეთ. ეს არ არის ნორმალური. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ განცხადებებში ყველამ უნდა დაგმოს და ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთ მოვლენებს. თუ მუქარის ხარისხი აღწევს იმ ხარისხს, რომ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, მაშინ სამართალდაცვმა ორგანოებმა რეაგირება უნდა გააკეთონ. ქალების მიმართ აგრესია ხშირად განსაკუთრებით მაღალია. მე ეს ჩემს თავზეც გამომიცდია და ყველა ქალს გამოუცდია, ვინც რაღაც ფორმით საჯარო სივრცეშია და ეს უნდა დასრულდეს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930