გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ხულორდავა: საქართველოს პროგრესი ყველა მიმართულებით აქვს

13-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი.

 

მისივე თქმით, მმართველი გუნდი არ ამბობს, რომ რეფორმების პროცესი დასრულებულია და საქართველო ყველა მოთხოვნას სათანადოდ პასუხობს.


„ძალიან მნიშვნელოვანია ის ანგარიში, რომელსაც ევროპარლამენტი განიხილავს და დებატები, რომელიც ამ პროცესს მოჰყვება. ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელებას პოზიტიურად აფასებს. აქ საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობაზე ძალიან დადებითი შეფასებებია. საქართველო აღიარებულია, როგორც მთავარი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირისთვის ჩვენს რეგიონში. ამ სტატუსის მოპოვებას ხელი შეუწყო სწორედ იმან, რომ საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს ყველა იმ საერთო პრიორიტეტს, რომელიც ჩვენ ერთად დავსახეთ. ძალიან ბევრ თემაზეა საუბარი, რადგან ასოცირების ხელშეკრულება ფართო დოკუმენტია და ყველა საკითხს შეეხება. საუბარია დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკური თვალსაზრისით მიღწეულ წინსვლაზე, ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მჭიდრო დაკავშირებაზე, სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საკანომდებლო სივრცის განახლებაზე, რომლითაც ყოველდღიურად ევროკავშირს ჩვენ უფრო ვუახლოვდებით. ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში და ძალიან რთულ პროცესში. რეფორმები მიმდინარეობს და მთავარია ის, რომ ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს პროგრესი. შევხედოთ დინამიკას და განვითარება, წინსვლა სახეზეა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუმცა, ეს არ იძლება თვითკმაყოფილების საფუძველს და ჩვენ არ ვამბობთ, რომ რეფორმების პროცესი დასრულებულია და საქართველო ყველა მოთხოვნას სათანადოდ პასუხობს. ძალიან მომთხოვნები ვართ ჩვენი თავის მიმართ და ძალიან ბევრი ნაბიჯია მომავალში გადასადგმელი. ეს შეეხება მართლმსაჯულების სისტემას და რეფორმების ბოლომდე მიყვანას, კორუფციასთან მიმართებაში გარკვეულ დამატებით ნაბიჯებს, რომლისკენაც ევროპარლამენტი მოგვიწოდებს და ჩვენ უნდა აუცილებლად ამაზე ვიმსჯელოთ, შრომის უფლებების დაცვაზე და არსებობს გარკვეული რეკომენდაციები. ჩვენ ამ რეკომენდაციბს ვასრულებთ. ბევრი რამ, რაც ამ ანგარიშში მოწოდების სახითაა ასახული, ამაზე უკვე მუშაობა ჩვენ დაწყებული გვაქვს და ზოგიეთი კანონპროექტი ინიცირებულია პარლამენტში და განხილვა მიმდინარეობს. ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი. ჩვენ ევროპარლამენტის რეკომენდაციებს ძალიან სერიოზულად ვუყურებთ და ვუდგებით. არის გარკვეული პოლიტიკური ტონალობები ამ რეკომედაციებში, რადგან ევროპარლამენტი არის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება და მისი რეკომენდაციებიც  ამ პოლიტიკური პრეფერენციებიდან გამომდინარეობს. ობიექტური ჭეშმარიტების საზომი შეიძლება ეს არ არის, მაგრამ ამ პოლიტიკური ჯგუფების შეთანხმების, შეჯერების, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციების მოძიების შედეგად ისინი ამ საერთო დასკვნამდე და შეხედულებამდე მივიდნენ, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში აისახა. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ პროცესი სწრაფად და ეფექტურად წავიყვანოთ წინ,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930