13-11-2018
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არავის ეპატიება.
ეს განცხადება მან თბილისის 169-ე ბაგა ბაღის დირექტორის ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.
„რეალურად, პრობლემა არაფერი არ არის, სამწუხაროდ, უბრალოდ ყველაფრის პოლიტიზირება ხდება ქვეყანაში და ეს ძალიან სამწუხაროა. სააგენტო ყოველთვის ახორციელებს ბაღების შემოწმებას, ეს ახლა არ დაწყებულა და ამის ვალდებულება ჩვენ გვაქვს.
უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, მე ამაზე ადრეც ვსაუბრობდი და ახლაც გავიმეორებ, ჩვენ არავის არ ვაპატიებთ რაიმე გადაცდომას, განსაკუთრებით, იქ, სადაც საუბარია პატარებზე, საუბარია ბავშვებზე, ბავშვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არ ეპატიება არავის,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის 169-ე ბაგა ბაღის დირექტორის განცხადებით ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რადგან სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ აგიტაციაში მონაწილეობაზე უარი თქვა.