გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: მთავარი მიზანი, რისთვისაც ბიუჯეტს ვგეგმავთ, მოსახლეობის კეთილდღეობაა

13-11-2018

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბიუჯეტისა და რეფორმების დაგეგმვის მთავარი მიზანი საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაა.

 

ეს განცხადება მან პარლამენტის სესიაზე მომვალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას გააკეთა.

 

„მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტს და რეფორმებს, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული მიზნის მიღწევა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებითაა შესაძლებელი.

 

„ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ინვესტიციების ზრდა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან. განვლილ პერიოდში, სახელმწიფოს მიერ ინვესტიციები, ძირითადად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიემართებოდა, თუმცა, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის, ეს საკმარისი არ არის, აუცილებელია გაიზარდოს ინვესტიციები ადამიანური რესურსების განვითარებაში და თითოეული მოქალაქე, ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტი 4 ძირითადი მიმართულებით დაიგეგმა.

 

„პირველი, ესაა ადამიანური კაპიტალი - სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა ადამიანური კაპიტალის განვითარებაში და ამ მიმართულებით ზრდა მომდევნო წლებში კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება. მეორე, ესაა ფიზიკური კაპიტალი, ინვესტიციები ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მესამე, ესაა ფინანსური კაპიტალი, რომელიც მიიმართება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და მეოთხე ეს რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაა, ვინაიდან უსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელი იქნება მივაღწიოთ მაღალ ეკონომიკური განვითარებას. სწორედ ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც გადანაწილდება ჩვენი რესურსები და მათი განვითარებით, ხელს შევუწყობთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი როლი კერძო სექტორს უჭირავს. მისი თქმით, სწორედ კერძო სექტორი არის მთავრობის ეკონომიკური ზრდის მოდელის ხერხემალი. შესაბამისად, ბიუჯეტი ვერასდროს გახდება ეკონომიკური ზრდის წარმმართველი.

 

„ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, სწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით შევქმნათ კერძო სექტორის სტაბილური განვითარებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო და მუდმივად ვიზრუნოთ ამ გარემოს გაუმჯობესებაზე, ხოლო მეორე მხრივ განვახორციელოთ ესეთი კაპიტალური ხარჯები, რომელსაც უცილობლად მოყვება კერძო სექტორის გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა და ინვესტიციები,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930