გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანზორ ქოქოლაძე: გრიგოლ ვაშაძის არჩევა „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევას ნიშნავს

13-11-2018

თუ ვიტყვით, რომ უნდა ავირჩიოთ გრიგოლ ვაშაძე, ეს ნიშნავს, რომ ვირჩევთ „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ განაცხადა.


ანზორ ქოქოლაძე მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაზე გაბრაზებულები და განაწყენებულები არიან, რომ არ დაუშვან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება.


„რატომ არ უნდა ავირჩიოთ „ნაციონალური მოძრაობა“- დღეს საზოგადოებამ ვერ დაინახა იმის სინანული, რაც მათ გააკეთეს. ისინი საუბრობენ, რომ ცოტა შეცდომები დავუშვითო. ის კი არა, დანაშაულები ჩაიდინეს. ბევრს შეიძლება არ სიამოვნებდეს ამ ცხრაწლიან სისხლზე საუბარი, არც მე მსიამოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კისერზე გამოვცადე. არც იმით უნდა შემოვიფარგლოთ, რომ მუდმივად ამ ცხრა წელზე ვილაპარაკოთ, მაგრამ როდესაც ადამიანები, რომლებმაც ეს დანაშაულები ჩაიდინეს, დღეს ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ, იცი, რომ განმეორებით შეიძლება ჩაიდინონ, მე კონკრეტულად საფრთხეს ვხედავ, რომ მათი სინანული საერთოდ ვერ შევამჩნიე. სინანული, ბოდიშის მოხდა არავის აკნინებს, თუმცა მათთვის ეს უცხოა და ვხედავ, რომ რეალურია საფრთხე. მეც ბევრ საკითხში იმედგაცრუებული ვარ „ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, თუმცა, დღეს ის ფუფუნება არ გვაქვს, რომ მასზე გაბრაზებულები ვიყოთ. მომავალ წლებში გვექნება საპარლამენტო არჩევნები, სადაც შეგვიძლია პროტესტი გამოვხატოთ. გვექნება მეტი არჩევანი, რომ არჩევანის წინაშე არ ვიდგეთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც გაბრაზებულები და განაწყენებულები არიან „ოცნების“ ხელისუფლებაზე, დღეს ამის დრო არ არის, უნდა დააფიქსირონ პოზიცია, თუ არ გვინდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და არ წავიდეთ მეორე წრეზე. „ნაციონალური“ ხელისუფლების დაბრუნება არ უნდა დავუშვათ. როგორც რიგითი მოქალაქე, მაქსიმალურად ვეცდები, ეს არ დავუშვა“, – განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031