გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ევროპული საქართველოს" ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა

13-11-2018

"ევროპული საქართველოს" ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა.


როგორც imedinews-ისთვის გახდა ცნობილი, გუნდის ყოფილი წევრების პარტიის დატოვების მიზეზი, არჩევნების მეორე ტურისთვის "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატისთვის მხარდაჭერის გამოცხადება გახდა.


ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ველთაურის თქმით, ის და მისი გუნდი თავს მოტყუებულად გრძნობენ, რადგან "ევროპულმა საქართველომ" ზედა ეშელონებში მიიღო გადაწყვეტილება და გუნდის წევრებთან არ გაიარა კონსულტაცია. "ევროპული საქართველოს" ვარკეთილის ორგანიზაციის ყოფილი წევრები ემიჯნებიან "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის მხარდამჭერებს. მათი თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელისუფლებაში უსამართლო რეჟიმის წარმომადგენლები არ დაბრუნდნენ.


12 ნოემბერს "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაცია კიდევ ერთმა წევრმა დავით არახამიამ დატოვა. 10 ნოემბერს "ევროპული საქართველო" ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ დატოვა. მანამდე კი „ევროპული საქართველო“, ათამდე სხვა აქტივისტთან ერთად, გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა - ზვიად საბანაძემაც დატოვა.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031