გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სომეხი პენსიონერები კონცერტებსა და წარმოდგენებზე უფასოდ დასწრებას შეძლებენ

14-11-2018

ამიერიდან სომხეთში პენსიონერები კონცერტებსა და თეატრალურ წარმოდგენებზე უფასოდ დასწრებას შეძლებენ.


ინიციატივა კულტურის, ასევე შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროებს ეკუთვნით. დღეს კულტურის მინისტრის მოვალეობების შემსრულებელმა ლილიტ მაკუნცმა და შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრმა მანე თანდილიანმა შესაბამის მთავრობათაშორის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.


ლილიტ მაკუნცმა განაცხადა, რომ პროექტის მთავარი მიზანია ხანში შესული ადამიანებისთვის ცხოვრების გამრავალფეროვნება:


„ ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობისას ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ იქ ცხოვრება სწრედ საპენსიო ასაკიდან იწყება. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, პენსიონერების ცხოვრება უფრო ოდნავ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ“.


მან ასევე განაცხადა, რომ უკვე ყველა შეთანხმება არსებობს: ყველა თეატრის ხელმძღვანელი მზად არის, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ბილეთები გასცენ.

ფიქსირებული რაოდენობა არ არის, მაგრამ საკონცერტო დარბაზში არსებული ადგილების რაოდენობის მიხედვით, პენსიონერებს ბილეთების საერთო რაოდენობიდან 2,5-დან 20 პროცენტამდე გამოუყოფენ.


„პენსიონერები მეტს იმსახურებენ, და ეს ის მინიმუმია, რაც ჩვენმა უწყებებმა შეიძლება დღეს მათთვის გააკეთონ“, – თქვა მანე თანდილიანმა.
წინასწარი გამოთვლების მიხედვით, ყოველთვიურად დაახლოებით ორი ათასამდე პენსიონერი შეძლებს პროგრამით სარგებლობას. ბილეთებს შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტრო გაანაწილებს.


თანაც კონცერტამდე ან წარმოდგენამდე ერთი დღით ადრე პენსიონერებს სამინისტროდან დაურეკავენ და ჰკითხავენ, შეძლებენ თუ არა ისინი ღონისძიებაზე დასწრებას.


ბოლო მონაცემებით, სომხეთში 446 ათასამდე პენსიონერია․

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031