გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კაუნასში გამოფენა „პირველი მსოფლიო ომის დასასრული - გზა ევროპისკენ“ გაიხსნა

14-11-2018

კაუნასის პირველი მსოფლიო ომის მუზეუმში გამოფენა „პირველი მსოფლიო ომის დასასრული - გზა ევროპისკენ“ გაიხსნა, რომელზეც რვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს,  სახელმწიფო და ეროვნულ არქივებში დაცული დოკუმენტებია წარმოდგენილი.

 

ექსპოზიციის გახსნაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა მიიღო.

 

გამოფენა ასახავს 100 წლის წინანდელ ევროპის ქვეყნებს, მათ შორისა: ლიეტუვა, საქართველო, ბელორუსია, უკრაინა, პოლონეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია. თითოეულ ამ ქვეყანაში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები წარმოდგენილია წერილობითი და ფოტოდოკუმენტებით.

 

საქართველოს შესახებ ბანერი ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, როგორიცაა საუკუნის წინათ ჩვენს ქვეყანაში ახალი სახელმწიფოს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის - ჩამოყალიბება, საკანონმდებლო ორგანოს საყოველთაო არჩევნები, კონსტიტუციის მიღება და სხვა.

 

გამოფენა 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031