გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის მორთვაში ბიზნეს სექტორი მონაწილეობას წელსაც მიიღებს

14-11-2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლოდ, დედაქალაქის მორთვაში ბიზნეს სექტორი მონაწილეობას წელსაც მიიღებს.

 

ეს განცხადება მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

 

მისი თქმით, აღნიშნული ტრადიცია შარშან დამკვიდრდა და  წელსაც გაგრძელდება.

 

„საახალწლოდ, დედაქალაქის მორთვაში ბიზნეს სექტორი წელსაც მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ გვქონდა კონკრეტული ადგილები, პარკები, სკვერები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიების მიერ იყო მორთული და გალამაზებული. გვინდა, ეს ტენდეცია წელსაც  გაგრძელდეს. ბიზნესი უკვე აქტიურობს - მათ აქვთ სურვილი, სხვადასხვა ადგილები  საახალწლოდ მორთონ  და ჩვენ ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა ასევე, პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს თხოვნით მიმართა, რომ ფასადები შესაძლებლობის ფარგლებში, საახალწლოდ გააფორმონ.

 

„მინდა თხოვნით მივმართო პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს,  რომ საახალწლოდ ყველამ, თუ არის ამის შესაძლებლობა, გარე ფასადზე ან შიგნით, თითო სათამაშო ჩამოკიდოს, რათა საახალწლო განწყობა შეიქნას“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ საახალწლოდ ქალაქში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031