14-11-2018
ვაზისუბნის ერთ-ერთ სკოლაში, მშობელმა სკოლის დირექტორს უკბინა.
არსებული ინფორმაციით, მეოთხე კლასის მოსწავლის მშობელსა და მასწავლებელს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც სიტყვიერ დაპირისპირებაში სკოლის დირექტორი ჩაერთო. შუახნის მამაკაცებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მშობელმა დირექტორს ხელზე უკბინა.
გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც მას შრატი გაუკეთეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.