გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპარლამენტარი: „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტად შესაფერისი არ იქნება

14-11-2018

ვფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად – ამის შესახებ რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.


„ჩვენ გვჯერა, რომ მოლდოვა და საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებია. ორივემ და განსაკუთრებით საქართველომ წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია. აღსანიშნავია სტაბილურობა და დემოკრატიის ხარისხი, რომელიც საქართველომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს აჩვენა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“, – განაცხადა ბოშტინარუმ.


ბოშტინარუს ამ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა უპასუხა. როგორც ევროპარლამენტარმა შტეტინამ აღნიშნა, ევროპარლამენტარის მანდატი არ ითვალისწინებს არჩევნებში ჩარევას, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის შესახებ ბოშტინარუს გამოსვლა კი სწორედ ჩარევას ნიშნავდა. „განაცხადეთ, რომ არ უნდა ჩავერიოთ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა თქვენ ახსენეთ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი. ფიქრობთ, რომ ეს შესაბამისობაშია ევროპარლამენტარის მანდატთან“, – განაცხადა შტეტინამ. ევროპარლამენტარ ბოშტინარუს თქმით, მისთვის როგორც რუმინელისა და პროევროპელისთვის, რთული დასაჯერებელია, რომ რუსეთის ყოფილი ელჩი არის საუკეთესო არჩევანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ეს საქართველო, თუ სხვა. „ჩემთვის ძნელია გაკვეთილების ახსნა, როდესაც ევროპის სახალხო პარტია ყოველდღე და ყველა საქმეზე ამას აკეთებს. ჩემთვის როგორც რუმინელისა და ევროპელისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ ყოფილი რუსი ელჩი არის საუკეთესო არჩევანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ეს საქართველო თუ სხვა“, – აღნიშნა ბოშტინარუმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031