გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ყიფშიძე: სახელმწიფოში არ არსებობს თეატრი, რომელიც სახელმწიფო დოტაციაზე არ იყო

14-11-2018

მსახიობი ზურაბ ყიფშიძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არსებული პროფესიული თეატრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს.

 

მსახიობის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს თეატრი, რომელიც სახელმწიფო დოტაციაზე არ იყო.

 

“გრიგოლ ვაშაძე იტყოდა ასეთ რამეს… აბსოლუტური იდიოტია, რა იცის მაგან.

 

ყოველთვის ასე იყო, სახელმწიფოში არ არსებობს თეატრი, რომელიც სახელმწიფო დოტაციაზე არ იყო. ეს არის ქვეყნის სიამაყე ან საერთოდ როგორ შეიძლება ვაშაძემ ილაპარაკოს ხელოვნებაზე.

 

ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ერთადერთი ბროდვეის თეატრია, რომელიც თავის თავს თვითონ ინახავს”, – განაცხადა ზურაბ ყიფშიძემ.

 

შეგახსნებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას პროფესიული თეატრების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 48 პროფესიულ თეატრს, სადაც 80-იანი წლების დასაწყისიდან არავის შეუხედავს ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს.

 

ცნობისათვის, სტუდენტებსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის შეხვედრა გასული წლის 9 მარტს გაიმართა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031