გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსებას 107 მილიონი ლარით ვზრდით

14-11-2018

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პლენარულ სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის განხილვისას  იმ მთავარ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც მომავალ წელს საქართველოს რეგიონებში განხორციელდება.

 

 

"107 მილიონი ლარით ვზრდით მუნიციპალიტეტების დაფინანსებას,  აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა,  ვზრდით რეგიონების გაზიფიცირების დაფინანსებას, მუნიციპალიტეტების მიერ სკოლების და ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყოფა 120 მილიონი ლარი,  დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დამატებით 50 მილიონი ლარი,  მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის დივერსიფიკაციისა და ცალკეულ რეგიონებში კონკრეტული პროექტების დაფინანსების მიმართულებით გათვალისწინებულია 4-ჯერ მეტი დაფინანსება წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით,  დაფინანსდება ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე ყველა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები აბონენტი," - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

 

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი არის კარგი. კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული საკითხი - დეცენტრალიზაციის რეფორმა და პრაქტიკულად ეს არის ღერძი, რომლის ირგვლივ უნდა განვალაგოთ ყველა ის თემატიკა, რომელიც რეგიონულ თუ მუნიციპალურ ჭრილში შეიძლება დავინახოთ და ამავდროულად, დავინახოთ საჭიროებები და ამოცანები, რომელიც უნდა გავატაროთ, სწორედ ამიტომ, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ახლავს დამატებით ორი დოკუმენტი. ეს გახლათ საბიუჯეტო და თვითმმართველობის კოდექსებში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შემოდის ახალი ფორმულირება, ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მუნიციპალიტეტები მომავალი წლიდან მიიღებენ მეტ ფინანსურ მხარდაჭერას განვითარებისთვის და იმ ამოცანების სრულფასოვნად საპასუხოდ, რომელიც დგას ადგილებზე.

 

 

მისივე თქმით, კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მათ ყოფას და ყოველდღიურ ცხოვრებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031