გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ცქიტიშვილი: ეს არის საქართველოს ძალიან დიდი აღიარება  

14-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის წევრების შეფასებები იმის აღიარებაა, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანაა.

 

 

“ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო გაჟღერებული ბევრი მიმართულებით, ეკონომიკური, დემოკრატიული რეფორმები. ეს არის აღიარება იმის, რომ საქართველო არის წარმატებული ქვეყანა და გარკვეული ვარსკვლავი რეგიონში იმისთვის, რომ სამაგალითოც კი იყოს ევროპასთან თანამშრომლობის კუთხით სხვა ქვეყნებისთვის.

 

ეს არის გარკვეული სულისკვეთება  ევროპარლამენტის, ევროპული ინსტიტუციების. ევროკომისარმაც გააკეთა შესაბამისი განცხადებები და მე ვფიქრობ ეს ის სულისკვეთებაა, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს მიმართ არსებობს და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა.

 

მოგეხსენებათ, ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ინსტიტუცია და შესაბამისად არის განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ ევროპარლამენტის უმრავლესობა იზიარებს ამ სულისკვეთებას, თუმცა გარკვეულ პოლიტიკურ პირებს აქვთ შენიშვნები და ეს ხშირ შემთხვევაში უკავშირდება მათი პარტნიორებიდან მიღებულ სუბიექტურ ინფორმაციას, რომელიც პოლიტიკური მსჯელობის  საგანი ხვდება, რაც ბუნებრივია.

 

ბუშტინარუ არის რუმინეთის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ერთერთი ძალიან აქტიური მებრძოლი, რომელიც დღეს ევროპარლამენტარია და მისი   შეშფოთება, რომ ყოფილი საბჭოთა მაღალჩინოსანი შეიძლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, გასაგებია ჩვენთვის.

 

იგი ასევე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლია რუსეთის აგრესიული ქმედების წინააღმდეგ ევროპულ სტრუქტურებში, გახლავთ  საქათველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, გამორჩეული ფიგურა, საკმაოდ საინტერესო ადამიანი, რომელიც საქართველოს მხარს უჭერს იმისთვის, რომ ის რუსეთის გავლენებისგან თავისუფალი იყოს,” - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031