გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა და აღიარება დააფიქსირა

14-11-2018

„ევროპარლამენტმა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ევროპარლამენტი პირველად გვაფასებს ამ კუთხით, პირველად ხდება, რომ შეგვაფასეს როგორ ვასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ევროპარლამენტმა შეგვაფასა არა მარტო ჩვენ, არამედ მოლდოვა და უკრაინა“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინდელი დებატებიდან და თვითონ ანგარიშიდან გამომდინარე, ძალიან დიდი განსხვავებაა თუ როგორ საუბრობს ევროპარლამენტი ჩვენზე და როგორ საუბრობს სხვა ქვეყნებზე.
„ჩვენს მიმართ ცალსახად ძალიან დიდი მხარდაჭერაა, ძალიან პოზიტიურია შეფასებები. ეს ბუნებრივია არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ყველაფერი იდეალურადაა. გუშინაც იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რა მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ რეფორმები იმისათვის, რომ კიდევ უფრო წარმატებულად და ეფექტურად მივდიოდეთ ევროინტეგრაციისკენ.


მე ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმით, რომ ქვეყანა იყო წარმოჩენილი ძალიან კარგად , დებატებზე, საქართველოს მიმართ იყო განსაკუთრებული მხარდაჭერა, განსაკუთრებული აღიარება ჩვენს მიერ გავლილი გზის და ვფიქრობ, ყველას გვაქვს საფუძველი ამით ვიამაყოთ.
ბუნებრივია, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და გავაგრძელოთ დაუღალავი მუშაობა იმისათვის, რომ სადაც არ გვაქვს ასეთი შედეგები, სადაც ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელ, იქ უნდა გავაუმჯობესოთ.


გუშინ დებატების დროს ესწრებოდა ევროკომისარი ბატონი ჰანი , რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა და ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა თუ რა მიმართულებით აქვს საქართველოს დამატებითი ენერგია ჩასადები. ერთ-ერთი ასეთი იყო , პარლამენტის გაძლიერება და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება და მე ნამდვილად ვიზიარებ ამას.


ჩვენ ნელ-ნელა საპარლამენტო სისტემაზე გადავდივართ და ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად იმისთვის, რომ ჩვენ შევდგეთ როგორც გამართული საპარლამენტო ქვეყანა მნიშვნელოვანია, საპარლამენტო კონტროლი იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ის არის დღეს.


ქვეყანაში, რაც აწუხებს მოქალაქეებს, ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს პარლამენტში. ჩვენ ვმუშაობთ ამ რეფორმებზე , ვმუშაობთ მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელებაზე, ვმუშაობთ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე, ვმუშაობთ სხვა და სხვა საკითხებზე, რომელიც ჩამოთვლილია ამ რეზოლუციაშია. მაგალითად, სექსუალური შევიწროების თემა, დისკრიმინაციის კანონმდებლობის კიდევ უფრო გამართვა და ა.შ. ეს ჩვენი სამუშაო პროცესია, ყოველდღიური საქმეა და დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებით იმაზე უფრო სწრაფად ვაჩვენებთ შედეგებს ,ვიდრე ჩვენი ევროპელი კოლეგები ელოდებიან და წარმოიდგენენ რომ შევძლებთ“-განაცხადა ჩუგოშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930