15-11-2018
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, თარიღი 28 მმართველი გუნდისთვის ფავორიტული არ არის.
“სკანდალური დღის წესრიგის შექმნა არის უსაფუძვლო, არასწორი. რომ ჰქონდეს რამე აზრი ამ გარიგებას მაშინ შეიძლება რაღაც ეჭვი დაგებადოს, რომ აი 28-ში თქვა იმან და მოუსმინა და მაინცდამაინც 28-ში დანიშა. 28 თარიღი არ არის ის ფავორიტული თარიღი, რაც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ მოსწონდეს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს გაიმართება.