15-11-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი არავის შეუქმნის უხერხულობას.
„მართლა მგონია, რომ არჩევნების მეორე ტურის თარიღი არავისთვის უხერხულობას არ ქმნის და ყველა ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს გადადებული ერთი დღე თავისი სამშობლოსთვის ,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს გაიმართება.