გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

20-01-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მადრიდის გამოფენაზე, ევროპის პავილიონში საქართველოს სპეციალური სტენდი მოეწყო, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და 3D ვირტუალური რეალობის სათვალეებით ემოგზაურათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.
მადრიდის გამოფენა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა, რომელიც ესპანეთის სამეფოში ვიზიტით იმყოფება. პირველ ვიცე-პრემიერს გამოფენა მეგზურობა გაუწია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში ტურისტების ევროკავშირიდან მოზიდვაზე, რის კარგ შესაძლებლობებსაც მადრიდის მსგავს მსხვილ ტურისტულ გამოფენებზე მონაწილეობა წარმოადგენს.
მადრიდის გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა საქართველოს რვა წამყვანი ტურისტული სააგენტოც მონაწილეობს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე საქართველოს სტენდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახლადარჩეულმა გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა.
მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე "FITUR 2018" 160 ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაში 9500 კომპანია მონაწილეობდა, საბოლოო ჯამში გამოფენას 13500-ზე მეტი სტუმარი ეწვია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031