15-11-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად მესამე სართულიდან ჩამოვარდნილი სამშებლო ფილის ქვეშ სავარაუდოდ, დედა-შვილია მოყოლილი.
მისივე თქმით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
„ჩვენი ინფორმაციით მეორე სართულზე, სადაც სამშენებლო ფილაა ჩავარდნილი უნდა იმყოფებოდნენ სახლში ამ დროისთვის დედა და შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან და ამ ინფორმაციას ვერ ვადასტურებთ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ძებნითი სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები. მთლაინი ფილაა ჩავარდნილი და შესაბამისი ტექნიკა უნდა იქნეს მობილიზებული, რითაც ამ ფილის აწევა მოხდება. საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა რამაც აფეთქება გამოიწვია. მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები და ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე, რომელბიც არიან გადაყვანილები საავადმყოფოში,“ - განაცხადა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ.