15-11-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის თარიღს შესაბამისი ორგანო განსაზღვრავს.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები საჭირო არაა.
„ამას განსაზღვრავს კანონი, შესაბამისი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახით და აქაც უნდა ვიხელმძღვანელოთ კანონით და აქ ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები ნადმვილად არაა საჭირო,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება.