15-11-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცადებით, ახალ ბანერებზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და პარლამენტის ტავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გამოჩენით, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდს, სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერენ.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდი წინასაარჩევნო პროცესებშია ჩართული, მათ შორის, მისი დამფუძნებელი, ბიძნა ივანიშვილი. ახალი ბანერებიც, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური გუნდი დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს უჭერს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძე.