16-11-2018
შვედეთში, ქალაქ კალიქსში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის დანაწევრებული სხეულის ნაწილები ადგილობრივებმა მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს.
მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა. დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.
მოკლულის ვინაობას სამართალდამცველები ამ დრომდე არ ახმაურებენ.