გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩინეთში ნარკომოვაჭრეები სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს

20-12-2017

ჩინეთში,კერძოდ კი გუანდუნის პროვინციაში 10 ადამიანი სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს. 7 მათგანი ნარკოდანაშაულის გამო ხოლო 3 კი მკვლელობისა და ქურდობისთვის.  განაჩენის სისრულეში მოყვანამდე  სოციალური ქსელის მომხმარებლებმა  მიიღეს შეტყობინება,რომ საჯაროდ სიკვდილის დასჯას დასწრებოდნენ. 
დამნაშავეები განაჩენის გამოცხადებისთანავე დასაჯეს. სიკვდილით დასჯის სანახავად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. განაჩენი სტადიონზე აღასრულეს, რომელიც სავსე იყო ხალხით. მაყურებლები სიკვდილით დასჯას ტელეფონებით იღებდნენ და ავრცელებდნენ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. 
ბოლო ინფორმაციით, 2016 წელს ჩინეთში სიკვდილით 2 ათასზე მეტი ადამიანი დასაჯეს. 

ინფორმაციას ტელეკომპანია BBC -ი ავრცელებს


primetime.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031