გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს  ჩემს მიმართ განხორციელებული მუქარა გავაცანი

16-11-2018

მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის  კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა.

 

როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ საარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მასსა და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე ინფორმაცია მიაწოდა.

 

„დღეს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შევხვდი, რომელიც საქართველოში ახლახან  ჩამოვიდა, დაახლოებით ორი კვირაა. მანამდე ოფიციალური შეხვედრები მთავრობასთან ჰქონდა.  პრეზიდენტობის კანდიდატებიდან პირველი მე შემხვდა, რომ საარჩევნო გარემოზე ესაუბრა. რამდენადაც ვიცი, ჩემს კონკურენტს უნდა შეხვდეს მეორე ნახევარში.  ავუხსენი, რა მდგომარეობაში დაიწყო ეს საარჩევნო კამპანია, რა იყო ჩემი მოწოდება, რომ კამპანია ყოფილიყო ევროპული და დასავლური ტიპის. როგორ გარდაიქმნა  ბევრად უფრო ბნელ საბჭოთა კამპანიად ვიდრე, ვისურვებდი. ამის შესახებ მას ბევრი დეტალი გავაცანი, თუნდაც ბოლო დროინდელი მუქარა, რაც სხვათა შორის, ასევე, ეხება ჩემს ქალიშვილს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031