გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: ჩვენი მიზანია განსასჯელის სკამზე დაჯდეს ის, ვინც რუსეთიდან, რუსის მითითებით ცხინვალის რეგიონში ჩვენი ტყვეების წამება და მკვლელობა ჩაიდინა

16-11-2018

„მტკიცებულებებით უნდა დადგინდეს და განსასჯელის სკამზე დაჯდეს, ვინც რუსეთის მითითებით ჩვენი ტყვეების წამება და მკვლელობა ჩაიდინა, ეს არის ჩვენი მიზანი,“ – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა, ჰააგის სასამართლოში 2008 წლის ომის გამოძიების საქმეზე მთავარსარდლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.


როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, შესაძლო პასუხისმგებლობებზე საუბრის დროს, ფატუ ბენსუდა და მისი გამომძიებლები აცხადებენ, რომ გამოძიება საიდუმლოებით არის დაცული.


„შესაძლო პასუხისმგებლობაზე საუბრის დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რამდენჯერაც არ უნდა დაუსვათ კითხვა ფატუ ბენსუდასა და მის გამომძიებლებს, ისინი ყველას შეგვახსენებენ, რომ გამოძიება არის საიდუმლოებით დაცული. ამიტომ დღეს ჩვენ არაფერი არ ვიცით.


ვიცით მხოლოდ ერთი, რომ საქართველოსა და მისი ხელისუფლების, იუსტიციის სამინისტროს გუნდის მიზანი იყო, არის და იქნება, რომ რუსი გენერლებისა და კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის პირთა გვარები და სახელები დადგინდეს მტკიცებულებებით და არა მხოლოდ ის, რა ვიცით ჩვენ. სისხლის სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა დადგინდეს, რომ ვიცოდეთ და დაჯდეს განსასჯელის სკამზე დაჯდეს ის, ვინც რუსეთიდან, რუსის მითითებით ცხინვალის რეგიონში ჩვენი ტყვეების წამება და მკვლელობა ჩაიდინა. აი, ეს არის რაც ვიცით და რაც არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031