გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ცქიტიშვილი: ჩვენი ოპონენტებისთვის ძალაუფლება ერთადერთი რამაა, რისთვისაც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს

16-11-2018

„მიუღებელია ასეთ საკითხებზე სპეკულაცია და ასეთი ტყუილებით საუბარი. მეორე მხრივ, ყველა ქვეყანაში არის გარკვეული თემები, რომლებზეც მორატორიუმი ცხადდება იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური საარჩევნო კამპანიების დღის წესრიგი. ცალსახაა, რომ არანაირი მორალი და ზნეობა არ გააჩნიათ ჩვენს ოპონენტებს და ნებისმიერი თემის გამოყენება სურთ პოლიტიკური ქულების დასაწერად“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, ეს ის თემაა, რაზეც პოლიტიკური ჯგუფები არ უნდა კამათობდნენ და რაზეც ერთიანი კონსოლიდირებული აზრი უნდა გვქონდეს.


„მითუმეტეს ჯარით მანიპულირება. არც ერთი ქვეყანა ამის უფლებას თავის თავს არ აძლევს. ჯარი არის ის საფუძველი, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური სპექტრი არის ერთიანითავდაცვითუნარიანობის და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების საკითში. თუნდაც თუკი რომელიმე ყოფილ სამხედრო პირს აქვს სურვილი გამოეხატამხარდაჭერა, ამის აფიშირება და ამაზე აქცენტების გაკეთება ეს არის ამორალური და მიუღებელი. ეს ჩვენი ოპონენტების ხელწერაა. მათთვის ძალაუფლება არისერთადერთი, რისთვისაც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს“-აცხადებს ცქიტიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031