17-11-2018
გერმანულ ჟურნალ „Spiegel“- ში, სტატია სათაურით „რამდენად უსაფრთხოა მსოფლიო?" 15 ნოემბერს გამოქვეყნდა.
სტატიის ავტორი სხვადასხვა წყაროზე და კვლევით ორგანიზაციაზე დაყრდნობით მსოფლიოში უსაფრთხოების მდგომარეობას მიმოიხილავს.
"წელს მსოფლიო უფრო მშვიდი გახდა - ამის შესახებ ფრედერიკ ბლამმა (International SOS-ის გენერალურმა მენეჯერმა გერმანიაში) „Spiegel“-ს განუცხადა.
რამდენად მაღალია ტერორიზმისა და ძალადობის რისკი? რამდენად სახიფათოა საგზაო მოძრაობა? სად არის სამედიცინო პრობლემები? - ეს ის საკითხებია, რომლის მიხედვითაც შეფასდა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.
"საქართველო ისევე უსაფრთხოა, როგორც გერმანია - Travel Risk Map-ის თანახმად, საფრთხის რისკი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ნორვეგია, სლოვენია და შვეიცარია, საკმაოდ უმნიშვნელოა, ხოლო აშშ-ში, გერმანიასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კი - „დაბალი“.
International SOS-ის კვლევების თანახმად, სხვა ქვეყნებთან ერთად, მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით პოზიტიურად შეიცვალა საქართველოშიც, კერძოდ რისკი „საშუალოდან“ გადავიდა „დაბალზე“, რადგანაც უსაფრთხოების გარემო ქვეყანაში სტაბილურია.