გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორში 14 წლის წინ გატაცებული ბავშვის ცხედარს ეძებენ

17-11-2018

გორში 14 წლის წინ გატაცებული 10 წლის ბიჭუნას ცხედარს ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ, ასევე გორში, ცოტა ხნის წინ სადისტურად მოკლული 8 წლის გოგონას მკვლელმა, იაგო ნებიერიძემ მოკლა.


არსებული ინფორმაციით, წუხელ, ღამით, ეჭვმიტანილი იაგო ნებიერიძე სამართალდამცველებთან ერთად გორის პარკში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ ბავშვის ნეშტია დაფლული.


ნებიერიძის ადვოკატის თქმით, ის საქმის დეტალებს არ იცნობს, ვინაიდან ნებიერიძის უფლებებს მხოლოდ 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე იცავს.
„რაც შეეხება 14 წლის წინ მომხდარ დანაშაულს, ამ საქმეში მე არ ვარ ჩართული და ვერაფერს გეტყვით“ -განაცხადა იაგო ნებიერიძის ადვოკატმა მაია გრიგოლიშვილი.


8 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი იაგო ნებიერიძეს, 14 წლისწინ გაუჩინარებული ბავშვის ზაქრო ბერძნიშვილის მკვლელობაში ბრალს სდებენ. მაშინ ის ოჯახს 20 000ლარს სძალავდა და ბავშვის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუმცა მაშინ სამართალდამცველებმა დამნაშავის ბრალეულობა ვერ დაადგინეს და ნებიერიძეს, მხოლოდ თანხის გამოძალვის ბრალდებით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930