გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მაღრაძე: სიმბოლურია, რომ ემიგრაციის წარმომადგენელი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად იყრის კენჭს

17-11-2018

“ემიგრაციაში წასულმა ქართველებმა ქართული ენა თაობიდან თაობას გადასცეს და დღეს, შენარჩუნებული ქართულით, კვლავ მზად არიან ქვეყნის დასაცავად”, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ მოძრაობა “არა ნაციზმის” მიერ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, ლოგიკური და სიმბოლურია, რომ სწორედ ემიგრაციის წარმომადგენელი იყრის კენჭს საქართველოს პრეზიდენტად. “კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ღირსებით სავსე ჩვენი საზოგადოება, რომელსაც მოუწია ჩვენი მიწა-წყლის დატოვება და საქართველო ატარეს ემიგრაციაში. ოღონდ, ეს არა რის პათეტიკა, ეს მართლაც ასეა და ეს არის ჩვენი დიდი საგანძური, ჩვენი ერის ისტორიული საგანძური. იქ დაბადებულმა თაობებმა ქართული ენა თაობიდან თაობას გადასცეს. ძილისპირულთან ერთად, ყმაწვილებს სიზმარში გაატანეს ქართული ენა და დღეს, შენარჩუნებული ქართულით, ისევ მზად არიან, ემსახურონ თავის ქვეყანას და ეს არის ძალიან ლოგიკური, ძალიან სიმბოლური, რომ დღეს ემიგრაციის წარმომადგენელი იყრის საქართველოს პრეზიდენტად კენჭს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031