გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გამოძალვის და ყაჩაღობის ბრალდებით პოლიციამ თბილისში ერთი პირი დააკავა

18-11-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ი., გამოძალვის და ყაჩაღობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.


ჩადენილი დანაშაული დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ი. თბილისში, 1958 წელს დაბადებულ ტ.ლ.-ს, მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, წლების განმავლობაში ფულს სისტემატურად სძალავდა.


გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, დახლოებით, 180 000 ლარია.


სამართალდამცველებმა ა.ი. იმ დროს დააკავეს, როდესაც მან ტ.ლ.-ს მისივე კუთვნილი ლომბარდიდან თანხის გამოტანა აიძულა და ფული გამოსძალა.

გამოკითხვისას ტ.ლ.-მ პოლიციას ასევე განუცხადა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის ივნისში დააყაჩაღა.


გამოძიება გამოძალვის და ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930