გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ქართული ოცნება" ფოთში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

18-11-2018

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 2013-108 წლების განმავლობაძი ფოთში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების ნუსხას აქვეყნებს:


მნიშვნელოვანი პროექტები ფოთში 2013-2018 წლები:


• განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები. შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი გახდა 24-საათიანი წყალმომარაგებით
• სრულად რეაბილიტირდა მდინარე რიონის წყალგამყოფი ჰიდროკვანძი
• დაიწყო ფოთის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა
• მიმდინარეობს მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობა
• კეთილმოეწყო ნაგავსაყრელი
• შეიქმნა 4 და გაფართოვდა 9 საწარმო
• დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 17 პროექტი
• პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდა კომპანია ,,აჭარა ტექსტილეს“ სამკერვალო ფაბრიკა. დასაქმდა 800 ადამიანი.
• სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა საჯარო სკოლებში
• სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით
• საზოგადოებრივი კოლეჯი ფაზისი აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; მოეწყო ინოვაციური ტექნოლოგიური ლაბორატორია • აშენდა 1 და რეაბილიტირდა 8 საბავშვო ბაღი
• ბინები გადაეცა 393 დევნილ ოჯახს
• საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 1624 დევნილ ოჯახს.
• დევნილთა დასახლებაში 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა
• ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა
• ფოთში გაიხსნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა, სამსახურს გადაეცა რეანიმობილი, რომელიც უფასოდ ახორციელებს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ტრანსპორტირებას
• განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი
• დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასის მატება
• ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 317-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 830 700 ლარი
• სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 250 ბენეფიციარზე გათვლილ თანადგომის სახლს
• აშენდა გემთსარემონტო სახელოსნო
• აშენდა გემების დროებითი განთავსების მოედანი და გემების ამოსაღები ესტაკადა;
• რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დაცვის პოლიციის შენობას
• განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება
• შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 56-მა პირმა
• გაზიფიცირდა 17 109 აბონენტი ფოთში. 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება
• გაიხსნა ფოთის იუსტიციის სახლი
• სრულად რეაბილიტირდა ნიკო ნიკოლაძის კოშკი
• მიმდინარეობს მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა
• მიმდინარეობს ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა
• მოეწყო ევროსტანდარტების სარაგბო ბაზა ,,პარკი-არენა’’
• აშენდა რაგბის სტადიონი
• რეაბილიტირდა კრივის დარბაზი და მინი სპორტული მოედნები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930