18-11-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე კი მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, რობაქიძის გამზირის, ქსნის და ჭილაიას ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
14 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სანზონის დასახლების მაცხოვრებლები.