გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უცხოეთიდან შემოსული ფულადი მასების მოცულობამ 11,6 პროცენტით იმატა

19-11-2018

მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.2 მლნ აშშ დოლარი (365.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (14.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.4 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.5 პროცენტი მოდიოდა.


2018 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.2 მლნ აშშ დოლარი (56.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.5 მლნ აშშ დოლარისა (46.2 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031