გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის საძიებო სამუშაოები დღეს განახლდება

19-11-2018

გორის ცენტრალურ პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ცხედრის საძიებო სამუშაოები დღეს განახლდება.


გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ დღის მეორე ნახევარში პოლიციამ პარკში ის პერიმეტრი შეამცირა, რომელიც ყვითელი ლენტით იყო შემოფარგლული. შეცვლილია დროშების განლაგებაც.


ცვლილება, სავარაუდოდ, მიწის სკანირებისგან მიღებულ ინფორმაციას უკავშირდება.

 

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იაგო ნებიერიძე რამდენიმე დღის წინსამართალდამცველებთან ერთად გორის პარკში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ ბავშვის ნეშტია დაფლული.

 

ნებიერიძის ადვოკატის თქმით, ის საქმის დეტალებს არ იცნობს, ვინაიდან ნებიერიძის უფლებებს მხოლოდ 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე იცავს.

 

„რაც შეეხება 14 წლის წინ მომხდარ დანაშაულს, ამ საქმეში მე არ ვარ ჩართული და ვერაფერს გეტყვით“ -განაცხადა იაგო ნებიერიძის ადვოკატმა მაია გრიგოლიშვილი.

 

8 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი იაგო ნებიერიძეს, 14 წლისწინ გაუჩინარებული ბავშვის ზაქრო ბერძნიშვილის მკვლელობაში ბრალს სდებენ. მაშინ ის ოჯახს 20 000ლარს სძალავდა და ბავშვის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუმცა მაშინ სამართალდამცველებმა დამნაშავის ბრალეულობა ვერ დაადგინეს და ნებიერიძეს, მხოლოდ თანხის გამოძალვის ბრალდებით მიუსაჯე პატიმრობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031