გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მესამე კვარტალში უმუშევრობის მაჩვენებელი 0,1 პროცენტით გაიზარდა

19-11-2018

მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2 პროცენტი შეადგინა.


საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64.3 პროცენტი შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე და დასაქმების დონე გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 0.9 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.0 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.


უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო საქალაქო დასახლებებში - 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალებში გაიზარდა 0.9 პროცენტული პუნქტით, კაცებში კი შემცირდა 0.7 პროცენტული პუნქტით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031