გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: “ნაცმოძრაობას“ აქვს ინფორმაცია, რომ ხვალ პრემიერი სერიოზულ ინიციატივას გაახმოვანებს

19-11-2018

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ინფორმაცია, რომ ხვალ პრემიერი სერიოზულ ინიციატივას გაახმოვანებს, ამის მისაკუთრება გადაწყვიტეს, რუსი პიარშიკების ეს სვლა წარუმატებელია – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„შემიძლია, დაბეჯითებით გითხრათ, რომ აქამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთადერთი, რაც უვარგოდა, იყო პიარი. ამ მხრივ გარკვეული წარმატებები ჰქონდათ. დღეს, პანიკურ სიტუაციაში, აქაც ჩავარდნა მოუვიდათ, რადგან დადგეს სცენა, თითქოს დღეს რაღაცას მოითხოვენ. ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, რომ ხვალ პრემიერი ძალიან სერიოზულ ინიციატივას გაახმოვანებს. ამის მისაკუთრება გადაწყვიტეს. რუსი პიარშიკების ეს სვლა წარუმატებელია.

 

ამაზე საბანკო სექტორთან უკვე დასკვნით ეტაპზეა შეთანხმება. ხვალ პრემიერი ძალიან საინტერესო ინიციატივას გაახმოვანებს. ოპოზიციის კანდიდატი პანიკაშია, ხელის კანკალით გამოვიდა და რაღაც მოთხოვნა დააყენა. ძალიან სასაცილოა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031